უკან
მოზაიკა
18 აპრილი, 2018 09:00
საქართველოში დღეს +26 გრადუსამდე დათბება
სინოპტიკოსები საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21, +26; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.
უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +18, +23; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +1, +6 (ზოგან +18-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.