მოზაიკა
საქართველოში დღეს არამდგარი ამინდია მოსალოდნელი
სინოტიკოსები საქართველოში დღეისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +13, +18; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +18, +23; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი