უკან
მოზაიკა
23 მაისი, 2018 09:00
საქართველოში დღეს მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეისთვის მცირე წვიმას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +27, +32; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +27, +32; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.