უახლესი ამბები
არქივი
მოზაიკა
საქართველოში დღეს ნალექს, ყინვას და ძლიერ ქალს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში თოვლი, მაღალ მთაში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +3,+8; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, მთაში თოვლის სახით. მაღალ მთაში კი ქარბუქის ელიან. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +4, +9; მთაში -3, +2; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.
თბილისში წვიმას ელიან. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +7 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი