უკან
მოზაიკა
23 თებერვალი, 2018 09:00
საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღე ასევე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ზოგან შესაძლებელია ნისლი იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 6-11 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +8, +13; მთაში +8, +13; მაღალ მთაში 0, +5 (ზოგან +8-მდე) გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ნისლი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +10 გრადუსი იქნება.