მოზაიკა
საქართველოში ხვალ ღრუბლიანობას და მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსი იქნება.