უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 12:3029 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი - ზურაბ ჯაფარიძე
- 26.04.2024 12:22საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის -გიორგი გახარია
- 26.04.2024 11:41საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
- 26.04.2024 08:54ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია
არქივი
მოზაიკა
18 ოქტომბერი, 2017 17:40
საქართველოში ხვალ უნალექო ამინდს ელიან
სინოტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +4, +9 (ზოგან +15-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +18 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი