რეგიონები
საქართველოში სამუშო ვიზიტით ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორის ვიცეპრეზიდენტი იმყოფება
ანაკლიის პორტის სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში სამუშო ვიზიტით პორტის ტერმინალის ოპერატორის SSA Marine-ის ვიცე პრეზიდენტი ბობ ვოტერსი იმყოფება.
SSA Marine- ს წარმომადგენელი მოლაპარაკებებს მართავს სამთავრობო უწყებების და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან. 5 მარტს ვოტერსი კონსორციუმის წევრებთან ერთად ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის პორტის მშენებლობისა და ოპერირების ტექნიკური და იურიდიული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
ბობ ვოტერსი ასევე გამართავს მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ იმ პროფესიებთან დაკავშირებით, რომელიც მოთხოვნადი გახდება პორტის ოპერირების დაწყებისთანავე. მოთხოვნად პროფესიებში საქართველოს მოქალაქეების საკვალიფიკაციო გადამზადება მოხდება. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-ს ტრეინინგ ცენტრის პროექტის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვება SSA Marine-ი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპორტო პროფესიებში ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადების დიდი გამოცდილება გააჩნია.