უკან
მოზაიკა
17 ივლისი, 2017 18:50
საქართველოში ტემპერატურა ხვალ +38 გრადუსს მიაღწევს
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდს ელიან. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +33, +38; სანაპირო რაიონებში +26, +31; მთაში +33, +38; მაღალ მთაში +28, +33 გრადუსი.
უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +33, +38; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +20, +25 (ზოგან 30-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტეპერატურა კი დედაქალაქში +36 გრადუსს მიაღწევს.
ნინო ექვთიმიშვილი