უკან
რეგიონები
24 ოქტომბერი, 2017 15:00
საცხოვრებელი კორპუსში იატაკი ჩავარდა - დაშავებულია 51 წლის ქალი
გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იატაკი ჩავარდა. ამ დროს ოთახში 51 წლის ქალი იმყოფებოდა, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო.
ქალი 4 მეტრის სიმაღლიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა სათავსოდან ოთახში შეშის გადაზიდვას ცდილობდა.
დაშავებული მოტეხილობებითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჰოსპიტალში მოათავსა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბარაკის ტიპის კორპუსი წლების განმავლობაში ამორტიზებულია. ბინაში 7 ოჯახი ცხოვრობს.
მათი თქმით, კორპუსის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხელისუფლებას ოფიციალურად არაერთხელ მიმართეს.
ნინო ექვთიმიშვილი