უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2016 13:50
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე განაცხადების მიღება დღეს სრულდება

საზოგადოებრივი მაუყწებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაცხადების მიღება დღეს 18:30 -ზე სრულდება.

ამ დროისთვის სამეურვეო საბჭოს განაცხადით, 9 პირმა მიმართა: ნინო ზაუტაშვილმა, თიკო ბერძენიშვილმა, ვასილ მაღლაფერიძემ, ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა,ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, გურამ ფალავანდიშვილმა და ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი, სათველყურეო საბჭომ 7 იანვარმდე უნდა აარჩიოს.

თუმცა, მანამდე 31 დეკემბერს გამოქვეყნდება კანდიდატთა საბოლოო სია და უკვე 3 იანვარს, ფარული კენჭისყრის პირველი ტური გაიმართება, რომელზეც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ის კანდიდატები უნდა შეარჩიონ, რომლებიც მეორე ტურში გადავლენ.

როგორც მედიასთან საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ განაცხადა, კენჭისყრის მეორე ტური 3-დან 6 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

„მეორე ტურში იქნება ინტერვიუს ნაწილი, რა დროს საბჭო კანდიდატთან გასაუბრებას ახდენს და უკვე 6 იანვარს ჩატარდება კენჭისყრა. იმისთვის,რომ კანდიდატი შეირჩეს, დამსწრეთა უმრავლესობის ხმაა საჭირო. თუ რვავე წევრი იქნება, ესეიგი გადამწყვეტი 5 ხმა აღმოჩნდება“,-განაცხადა გოგელიამ.

სამეურვეო საბჭოს წევრის სულხან სალაძეს განცხადებით, კი მეორე ტურის გასაუბრება მეორე არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„გასაუბრება მეორე არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. გასაუბრების დასრულების შემდეგ, 5 იანვარს დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შემაჯამებელი გადაცემა მეორე ტურში გასული კანდიდატებისათვის. ამასთან, თავად სხდომები არის ღია და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება რომ დაესწროს ამ სხდომებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამ პროცესის საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი“,-აღნიშნა სალაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი