უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 დეკემბერი, 2016 12:50
font-size

სესხის გალარების ვალდებულება არავის აქვს და ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითი იქნება - კობა გვენეტაძე

სესხის გალარების ვალდებულება არავის აქვს და ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითი იქნება, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,მთავარში’’ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას.

,,მოხდა აღრევა გარკვეუწილად გალარების და ლარიზაციის. გალარება ეს არის ის ერთჯერადი სოციალური პროექტი, რომლის დაფინანსებასაც მთავრობა აპირებს და რომლის დაფინანსებაც მთავრობას უნდა. ეს კეთდება, რათა იმ მსესხებლებს, რომლებსაც აღებული ჰქონდათ სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებმაც ყველაზე მეტად განიცადეს ამ კურსის გაუფასურებისაგან მიღებული შედეგები, შეუმსუბუქდეთ გარკვეულად ტვირთი. არის იმ ადამიანების ძალიან ბევრი წუხილი, რომლებსაც ზუსტად ეს დაემართათ, რადგან აღებული ჰქონდათ სესხი დოლარში, ხელფასს იღებენ ლარში და სესხი გაუძვირდათ. აქედან გამომდინარე ჩაფიქრებულია ის ერთჯერადი აქცია, რომელიც სხვა ქვეყნებშიც ყოფილა გამოყენებული და საქართველო ამ მხრივ უნიკალური არ არის. ეს არის სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალება”, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, სესხის გალარების ვალდებულება არავის აქვს და ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითი იქნება.

,,ყველა ადამიანმა, რომელიც მოექცევა ამ გაცხადებული პირობების ქვეშ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 2 თვის განმავლობაში 1 იანვრიდან ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია იყო იმასთან დაკავშირებით, კარგია ეს თუ ცუდი. მაგალითად, ერთი იყო ის, თუ რატომ უნდა მოხდეს ვალის დაფარვა სუბსიდირებით, ანუ რატომ უნდა გადაიხადოს გადამხდელმა იპოთეკური სესხი. სხვანაირად უნდა შევხედოთ ამას; მედალს ორი მხარე აქვს. თუ ვიფიქრებთ იმას, რომ ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ძალიან გაურთულდა ცხოვრება, იმ მიზეზების გამო, რომ ლარი გაუფასურდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც დახმარება სჭირდება. გავიხსენოთ სტიქიები, რომლებიც რეგიონებში ხდება. სახელმწიფო მათ ეხმარება და სუბსიდირებას აკეთებს, ამ დროს არ გვაქვს განცდა, რატომ ვეხმარებით, მათ ეს სჭირდებათ, ეს არის მოწყვლადი ფენა და სწორედ ამიტომ ვეხმარებით.

ის მექანიზმი, რომელიც იქნება შეთავაზებული, მაქსიმალურად მოერგება მსესხებლის სიტუაციას; თუ მას სურს, გააკეთებს მას და თუ არა, არ გააკეთებს. ბევრი საუბარია, რომ შესაძლოა სხვა პროცენტი იყოს მითითებული. რა თქმა უნდა, დოლარის და ლარის პროცენტს შორის განსხვავება არის და ზუსტად განსხვავება არის ის საზღაური, დაზღვევა, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დანახარჯები გახდეს სტაბილური და პროგნოზირებადი. ეს საკითხი ბევრი მხრიდან არის განხილული, არ არის უნიკალური, ანუ ისეთი რამ, რაც არასოდეს მომხდარა. მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და ჩვენ ეროვნულ ბანკს, გვინდა და ვაპირებთ, რომ ტექნიკურად დავეხმაროთ პროექტის განხორციელებაში. ეს არის ერთჯერადი სოციალური პროექტი”, - განმარტა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ლარიზაციას, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის გრძელი პროცესი.

,,ეს არის ის პოლიტიკა, რომელმაც დროთა განმავლობაში უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ლარში აღებული სესხები გაიზარდოს. ეს თავისთავად უკვე იქნება იმის წინაპირობა, რომ იმ საგარეო ფაქტორების მინიმიზირება მოხდეს, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს და რომლისგან დაცულებიც არ ვართ. ეს არის ის, რაც დაეხმარება მოსახლეობას, ეს არის, რაც მომავალში დაეხმარება ბიზნესს და რამაც ეკონომიკური ზრდა უნდა გახადოს მდგრადი’’, - განაცხადა კობა გვენატაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი