უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 ოქტომბერი, 2018 14:50
font-size

სესხს მიიღებს ყველა, ვისაც ამის საშუალება ექნება - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სესხს მიიღებენ ისინი, ვინც ამისი საშუალება ექნებათ.

მინისტრს ჟურნალისტებმა ბანკების პროგნოზთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, 3 %-ით შეამცირებს ეკონომიკის ზრდას. მაჭავარიანმა უპასუხა, რომ მხოლოდ 0.6%-ია ნავარაუდევი.

„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ 0,6 პროცენტი ექნება ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა, ისიც მოკლე ვადაში და ერთ წელიწადში ესეც გასწორდება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერ ეკონომიკურ კრიზისს ჭარბვალიანობა იწვევს.

„ნებისმიერი კრიზისი რომ აიღოთ მსოფლიოში, ყოველთვის მის ძირში დევს ჭარბვალიანობა. ეს იწვევს კრიზისს. ამან გამოიწვია 30-იან წლებში ამერიკაში და 2008 წელსაც. ყოველთვის ჭარბვალიანობა დევს ყველა კრიზისის სათავეში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს სჭირდებოდა მიხედვა. ეს იყო ტოქსიკური გზა, რეალურად არანაირ შვებას არ აძლევდა ადამიანებს გრძელ ვადაში. სესხს მიიღებს ყველა, ვისაც ამის საშუალება ექნება. ღმერთმა დაიფაროს, რომ საბანკო სექტორი დაზიანდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი შეფასებით, საბანკო სექტორს საფრთხე არ ემუქრება.

„ამ სექტორს არაფერი არ ემუქრება, არც მის სტაბილურობას. უბრალოდ, ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უმნიშვნელო კორექცია ხდება“, – თქვა მაჭავარიანმა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი