უკან
რეგიონები
8 მაისი, 2017 12:35
სეტყვამ გურჯაანის სოფლები დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მრავალწლიანი კულტურები და ვენახები დააზიანა.
მუნიციპალიტეტის გამგებელის გივი გეგიძის ინფორმაციით, სეტყვის შედეგად დაზარალდა სოფლების ახაშნის, მუკიზანის, ველისციხის და ჩუმლაყის მოსახლეობა.
მისივე თქმით, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია შეისწავლის.