უკან

რეგიონები

18 აგვისტო, 2018 23:22
font-size

სეტყვასაშიშმა ღრუბლებმა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან კახეთში უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ-მდე დიამეტრის სეტყვის მარცვლები შემოიტანა

18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები. ამის შესახებ ინფორმაციას “ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი” ავრცელებს.

“ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის” დაცვის არეალში პროცესის შემოსვლისთანავე მოხდენილ იქნა სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედება და შეზღუდულ იქნა უკვე არსებული 40-60 მმ ზომის მარცვლების შემდგომი ზრდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა მიმდინარე უპრეცედენტოდ მასშტაბური ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად 200 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა და სისტემის საშუალებით ღრუბლის მასები მნიშვნელოვანწილად შეამცირა, მუშაობა ამ ეტაპზეც გარკვეული შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობს.

კერძოდ, ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისათვის აკრძალული ზონების არსებობის გამო დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა.

საგარეჯოს რაიონში აკრძალულ ზონებს დაემატა ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო არსებული შეზღუდვებიც, რის გამოც საერთო ჯამში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით გასროლილ იქნა ორას ერთეულამდე რაკეტა.

20:00 საათის მდგომარეობით ნალექის მასები სეტყვის სახით სამივე რაიონში უმეტესად დასახლებული პუნქტების თავზე, სროლისთვის აკრძალულ ზონებში ჩამოიცალა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი მასშტაბის და მსგავსი ზომის სეტყვის მარცვლების შემცველი ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არსებობის პირობებში პირველად დაფიქსირდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი