უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
რეგიონები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 26 მაისი მცხეთაში აღნიშნა
“ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დღეს ყველა ერთად ვზეიმობთ”, - მიმართა ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომელთა მონაწილეობითაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოლკლორული კონცერტი მცხეთაში გაიმართა.
„ჩვენთვის და ჩემი გუნდისთვის დიდი პატივია, რომ დღევანდელ კონცერტში მონაწილეობენ ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, აქ წარმოდგენილია ჩვენი სამშობლოს ეთნიკური მრავალფეროვნება და სიმდიდრე. მე ძალიან მახარებს რომ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, დღეს ყველა ერთად ვზეიმობთ. დღევანდელი ზეიმი კი იმით არის აღსანიშნავი და გამორჩეული, რომ ჩვენ ასევე ვზეიმობთ ჩვენი ეროვნული სიამაყის, ვეფხისტყაოსნის ავტორის შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს.“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანზებით გამართული კონცერტს კომპოზიტორი მანანა ალფაიძე უძღვებოდა. კონცერტის მიმდინარეობისას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა წაიკითხეს ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსნიდან“ სხვადასხვა ენაზე. მათ ქეთევან ცხიელაშვილმა საჩუქრად „ვეფხსიტყაოსანი“ გადასცა.
„ეს არის მართლაც ჩვენი საერთო სიმდიდრე და ყველა, ვინც დღეს აქ შევიკრიბეთ, სიამაყით ვამბობთ რომ ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ. და ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ჩვენ სხვადასხვა ენაზე კიტხულობენ ვეფხისტყაოსნის სტრიქონებს, არის ამ ერთიანობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დღესვე დასახელდნენ ესეების კონკურსის „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისაკენ“ გამარჯვებულები. კონკურსი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და საქართველოს გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ოთხ გამარჯვებულს ქეთევან ციხელაშვილმა საჩუქრად პლანშეტები და დიპლომები გადასცა.
კონცერტის პარალელურად, ასევე მოეწყო ბავშვებისთვის არტ-სივრცე, პატარებისთვის ჩატარდა ასფალტზე ხატვის კონკურსი, მათ პრიზები გადაეცათ.
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

