უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ნოემბერი, 2016 17:50
font-size

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბოლონიაში იტალიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბოლონიაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის (EIMA) ფარგლებში, იტალიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტს, მასიმო გოლდონსა და ამავე ფედერაციის საერთაშორისო ბაზრების მენეჯერს, ფაბიო რიცის შეხვდა.

სამინისტყროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ საქართველოში აგრარულ დარგში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება წარმოების შესაძლებლობებზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობა, რათა მათ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ქვეყანაში შემოტანა და მათი გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ ცოდნის მიღება შეძლონ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბის ფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს აგრარული სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გავხადოთ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სამთავრობო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლთა სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებული განვითარების ტენდენციები და პრობლემები განიხილეს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იტალიაში, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - EIMA 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2016 წელს, გამოფენაზე 40 ქვეყნიდან ყველა სახის სამეურნეო და სამებაღეო სამუშაოებისთვის ტექნიკის 50,000 მეტი მოდელი იყო წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე გამოფენაზე (EIMA) წარმოდგენილ სტენდებზე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და გამოფენილი ტექნიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი