უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 ნოემბერი, 2016 16:20
font-size

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გასცემს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობით, 2016 წლიდან საქართველოში სათესლე კარტოფილის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე პროექტის „თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში წინასწარ შერჩეულ თესლის მწარმოებელ კომპანიებს ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. კომპანიების შერჩევა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტების მიერ კარტოფილის მწარმოებელ ფერმერთა სათესლე ნაკვეთებში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელებული საველე ინსპექტირების და სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე მოხდა, - აცნობეს მედიანიუსს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ჩატარებული კვლევები და შეფასების კრიტერიუმები დაფუძნებული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტანდარტზე S-1, რომელიც სათესლე კარტოფილის ხარისხის კონტროლსა და მის ბაზარზე დაშვებას გულისხმობს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თესლის მწარმოებელი ფერმერებისთვის საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და სერტიფიცირების პროცედურების გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები მუდმივად იმართება.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი