უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 ივლისი, 2017 18:00
font-size

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელი დიცის მოსახლეობას სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდების დარეგულირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია გორის მუნიციპალიტეტის სოფელი დიცის მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. სოფელი დიცის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდების დარეგულირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღო.

სოფელი დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა. დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი.

შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ დიცში გამავალი საირიგაციო არხიდან წყლის მიღების მიზნით ადგილი ჰქონდა არხის დაზიანებების ფაქტებს, რამაც შეაფერხა სოფლის წყლით მომარაგების პროცესი. აღინიშნა, რომ აუცილებელია დაწესდეს სარწყავი წყლით სარგებლობის გრაფიკი, იმისათვის, რომ წყლის დებეტის სიმცირემ არ შეაფერხოს სარწყავი წყლის მოხმარება სისტემის სამოქმედო არეალში.

უახლოეს დღეებში შპს “საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი შეხვდება სოფელ დიცის მოსახლეობას საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხების დამატებით განხილვის მიზნით.

საირიგაციო მომსახურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1501

ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

13 მაისი, 2024 , 13:48

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი სასწავლებლე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი