უახლესი ამბები
- 31.01.2023 15:25ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
- 31.01.2023 15:14გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო
- 31.01.2023 13:53თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს
- 31.01.2023 13:15კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
- 31.01.2023 13:0842 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
- 31.01.2023 11:342022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელმა 10.1 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
არქივი
რეგიონები


სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში 1 ლარს, მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით - ირაკლი ღარიბაშვილი
კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მისი დავალებით, ვიცე-პრემიერი და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჩავიდნენ ადგილზე, შეიქმნა ოპერატიული შტაბი და მოსახლეობას ადგილზე მოუგვარეს პრობლემა.
„რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში. 5000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა. დაზიანდა ძლიან ბევრი ვენახი, ხეხილის ბაღები. ჩემი დავალებით, ადგილზე ჩავიდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ადგილობრივ გუბერნატორთან ერთად. შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს და მოუგვარეს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათ, ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარ ხარჯზე, ჩვენ თვითონ აღვუდგენთ და დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა
24 იანვარი, 2023 , 17:08
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო საბრძოლო ტანკები, თვითმფრინავები და ჯარისკაცები გადასცეს
24 იანვარი, 2023 , 13:05
იანვარში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 20 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა
23 იანვარი, 2023 , 16:12

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
18 იანვარი, 2023 , 12:51
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 52 კმ-იან მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
13 იანვარი, 2023 , 14:30
საჩხერეში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
13 იანვარი, 2023 , 14:25