უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 აგვისტო, 2018 14:10
font-size

სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო და გამოიყო 4 მილიონ 800 ათასი ლარი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა. ეს არის დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლამნჩხუთი, თიანეთი. დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი, მცხეთა 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთი 400 ათასი“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს ბოლო პერიოდში სხვადასხვა რაიონში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა.

„ეს არის სტიქიები სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, სენაკის რაიონში და სტიქია ჭუბერში. ყველგან არის პირველადი დიდი სამუშაოები გაკეთებული, მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ მიდის დათვლა თუ რა შეიძლება ბიუჯეტს დაუჯდეს ზარალის ანაზღაურება“,- განაცხადა სუბარმა.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი