უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ივლისი, 2022 08:38
font-size

სტუდენტებთან კობა გვენეტაძისა და ჯიჰად აზურის შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები და გლობალური ეკონომიკა, - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა სტუდენტებთან განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრის გახსნისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ, გლობალურად ინფლაციური წნეხი გაამწვავა და გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გააუარესა. ამასთან, უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის, საკვები პროდუქტებისა და ნავთობის გაძვირება გამოიწვია. როგორც მან აღნიშნა, შედეგად, გლობალურად ინფლაციური წნეხი წარმოიქმნა და საქართველოშიც ინფლაცია მოსალოდნელზე მაღლა შენარჩუნდა და რომ არა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მარტიდან ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი.

კობა გვენეტაძემ აქვე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით არსებული მაღალინფლაციური გარემოს პირობებში, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე ფოკუსირებული რჩება. მისივე განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა გამკაცრებულია და რეგიონის ქვეყნებიდან რეალური პოლიტიკის განაკვეთი საქართველოში ყველაზე მაღალია. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საგარეო ფაქტორების მილევისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ამასთან, კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა მიმდინარე გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

"ჩვენი მაკროპრუდენციული პოლიტიკა ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით გაიარა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი შესაძლო საფრთხეების საწინააღმდეგოდ კაპიტალის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს. პანდემიამდელ პერიოდში კაპიტალისა და ლიკვიდობის დამატებითი მოთხოვნების დაწესებამ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ წესის შემუშავებამ და დედოლარიზაციის ღონისძიებების განხორციელებამ კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერების დაგროვება და აქტივების მაღალი ხარისხი განაპირობა.

ამავდროულად, როგორც სტრეს-ტესტის ბოლო შედეგებმა აჩვენეს, საბანკო სექტორი ყველაზე მძიმე და ექსტრემალური რისკის სცენარების დროსაც კი ინარჩუნებდა მედეგობას. და მაინც, ომისა, სანქციების და ჯერ კიდევ მიმდინარე კოვიდ - 19 პანდემიის გამო, რეგიონში გაურკვევლობა ნარჩუნდება. თუმცა, მიუხედავად ასეთი გამოწვევებისა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა შესაძლებლობა გვაქვს საიმისოდ, რომ გავატაროთ კონტრციკლური ღონისძიებები, როგორც ეს წარმატებით შევძელით პანდემიის დროს, და ხელი შევუწყოთ ფინანსური სექტორის სტაბილურობას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ჯიჰად აზურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე, დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის საქმიანობა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა:

"საქართველოში პირველად ვარ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გამეგო, როგორ უმკლავდება ეკონომიკა კოვიდ -19-ით და უკრაინის ომით გამოწვეულ შოკებს, იმ გლობალური სირთულეების პარალელურად, რომელთა მართვას ყველა ვცდილობთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოსთან ახალი პროგრამა აქვს, Stand-by Arangement (მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც თანხის ჩამორიცხვას, ამ ეტაპზე, არ ითვალისწინებს), რომელიც, ვიმედოვნებთ, საქართველოს სტაბილურობის გამყარებასა და გარედან მომდინარე შოკებთან გამკლავებაში დაეხმარება.

ასევე, პროგრამა საქართველოს იმ ახალი რეფორმების ხელშესაწყობად გამოადგება, რომლებიც მის ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი ქვეყანას ტექნოლოგიური გარდაქმნების განხორციელება შეეძლება. ეს ეკოლოგიურად სუფთა სექტორებია, რომლებიც ეკონომიკას მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ უბიძგებს. დღეს საშუალება გვაქვს, სტუდენტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც მომავალში ქვეყანას სათავეში ჩაუდგებიან, ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ეკონომიკურ გამოწვევებს; ასევე განვიხილოთ ის, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს ამ სამყაროში, რომელიც სრული ტრანსფორმაციის პროცესშია და რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ამ დროს. ჩვენ, როგორც ფონდმა, ამის შესახებ მოსაზრებები მათგან უნდა მოვისმინოთ”, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი