უკან

მოზაიკა

6 დეკემბერი, 2019 12:00
font-size

სუპერმოდელების საერთაშორისო კონკურსი ახალ სახელებს ამჟღავნებს.

აბრეშუმის გზის ევროპისა და აზიის ფესტივალი - ესაა ნიშანდობლივი საერთაშორისო მოვლენა მოდის სამყაროში. ძველი დროიდან აბრეშუმის გზა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ეკონომიკურ და კულტურულ გაცვლაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ფესტივალს მისი სახელი ეწოდა.

აბრეშუმის გზის ფესტივალის ფარგლებში არსებობს უმნიშვნელოვანესი კონკურსი ტოპ-მოდელებისთვის - სუპერმოდელების საერთაშორისო კონკურსი. მას კოლოსალური მნიშვნელობა გააჩნია უკვე წარმატებული შემდგარი მოდელების კარიერის შემდგომი განვითარებისთვის, და უნაკლო რეპუტაცია და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოდის სამყაროში. კონკურსში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი სუპერმოდელი 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, უკრაინა, კანადა, იტალია, საფრანგეთი, იაპონია, კორეა, მონღოლეთი, ფილიპინები, ვიეტნამი და სხვა ქვეყნები. 2013 წელს მისი დაფუძნების მომენტიდან, კონკურსმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო პრესის და ფეშენ ინდუსტრიის მხრიდან, საერთაშორისო აღიარება მიიღო და ნამდვილ ფეშენ მოვლენად იქცა ევროპისა და აზიისთვის. ისეთი მედია, როგორიცაა China Daily, Xinhuanet, Phoenix, Vogue, Harper’s Bazaar, Marie Claire და სხვა სუპერმოდელების საერთაშორისო კონკურსს რეგულარულად აშუქებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან უკვე შემდგარი პროფესიული მოდელები 2 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით, რომლებსაც თავის პორტფოლიოში 50-ზე მეტი პუბლიკაცია და ცნობილი ჟურნალების მინიმუმ 2 ყდა აქვს.

ჯერ კიდევ 2013 წელს ყველაზე პირველი კონკურსიდან შეჯიბრის მსაჯები იყვნენ აღიარებული ექსპერტები მოდის სამყაროში: Mr. Wang Yizhong, აზიის მოდელების ასოციაციის ჩინეთის კომიტეტის პრეზიდენტი, Mr. Gong Haibin, ძალიან ცნობილი მამაკაცი მოდელი ჩინეთიდან, მარია კაზაკი, რუსული დიზაინერების ასოციაციის საკულტო დიზაინერი, Ms. Wu Yangqi, დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Mr. Xiao Lu, მოდელების მონღოლეთის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, Mr. Jamal Abdullahman, ვანკუვერში მოდის კვირეულის აღმასრულებელი დირექტორი.

სუპერმოდელების საერთაშორისო კონკურსი - ხანგრძლივი შეჯიბრია რამდენიმე ეტაპად, მაგრამ ყველა ძალისხმევა გამართლებულია საბოლოო ჯამში. ტოპ-10 ჯილდო მოიცავს 1, მე-2 და მე-3 ადგილს, მაყურებელთა სიმპათიების პრიზს, „საუკეთესო ფოტომოდელი“-ს, „საუკეთესო პოდიუმის მოდელი“-ს, „საუკეთესო კომერციული მოდელი“-ს, „საუკეთესო ფეშენ მოდელი“-ს, „საუკეთესო ნიჭიერი მოდელი“-ს, „მოდელის საუკეთესო სიარულის“-ს ტიტულებს.

პროექტის გამარჯვებულები საერთაშორისო აღიარებას ღებულობენ და დებენ კონტრაქტებს ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან და მოდის სახლებთან. ასე, სუპერმოდელების საერთაშორისო კონკურსის პირველი გამარჯვებული 2013 წელს გახდა ვალენტინა ბელიანკა, ბელორუსიელი ტოპ-მოდელი. იგი ყველაზე წარჩინებულ სააგენტოებთან ევროპასა და აზიაში მუშაობდა. მის დამკვეთებს შორის არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Gucci, Chanel, Karl Lagerfeld, Kenzo, Tory Burch და სხვა, ასევე სახელგანთქმული ჟურნალები, როგორიცაა Vogue, Harper’s Bazaar, L’Officiel, Cosmopolitan და ა.შ. ამჟამად იგი ცხოვრობს ნიუ-იორკში, წარმატებულად მუშაობს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, ასევე მონაწილეობას იღებს გადაღებებში ცნობილი ამერიკული და საერთაშორისო ბრენდებისთვის.

2015 წელს პროექტის გამარჯვებულმა ცნობილმა ჩინელმა მოდელმა დადო კონტრაქტი ძალიან პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან Elite, მუდმივად მუშაობს მილანის, პარიზის და შანხაის მოდის კვირეულზე. მის კლიენტებს შორის ისეთი ცნობილი სახელები არიან, როგორიცაა Armani, Dior, Stella Jean.

2017 წლის გამარჯვებულმა Sakai Yuka, ხელი მოაწერა კონტრაქტს ცნობილ იაპონურ სააგენტოსთან Cenral Japan და ამჟამად არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომერციული მოდელი იაპონიაში.

სხვა პერიოდების გამარჯვებულებმა, ისეთი, როგორიცაა ტაივანელი ტოპ-მოდელი Chen Yixin, ხელი მოაწერა კონტრაქტს იდოლების ცნობილ ჩინურ სააგენტოსთან SNH48 (იდოლების ცნობილი იაპონური სააგენტოს ნაწილი AKB48) და გახდა ერთ-ერთი იდოლი ჩინეთში.

ფილიპინელმა Hannah Khayle მოიგო სუპერმოდელების ფილიპინების კონკურსი შეჯიბრში მონაწილეობის შემდეგ.

სუპერმოდელების საერთაშორისო კონკურსს აბრეშუმს გზის ევროპისა და აზიის ფესტივალის ფარგლებში კოლოსალური დადებითი მნიშვნელობა და გავლენა გააჩნია მოდის სამყაროში. ამ პროექტის გამარჯვებულები და მონაწილეებიც კი მსოფლიოში აღიარებულნი ხდებიან და მათთვის შესაძლებელი ხდება სამოდელო კარიერის წარმატებული განვითარება.

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი