რეგიონები
თამაზ მეჭიაურმა ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა, თუკი თიანეთის საკრებულო მის წარდგენილ ბიუჯეტს არ დაამტკიცებს
დღეს თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მესამედ წარუდგენს.
მეჭიაურმა არ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუკი საკრებულო ბიუჯეტს არ დაამტკიცებს.
„თუ არ დაამტკიცებენ და ამ მიმართულებით წავლენ, ყოველ შემთხვევაში, ცხოვრება არ გაჩერდება. შესაძლებლობების ფარგლებში გავაგრძელებთ ძირითადი მიმართულებების დაფინანსებას 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად.
ალბათ დაინიშნება ახალი არჩევნები და ამ ახალ არჩევნებში მოსახლეობა თვითონ გააკეთებს არჩევანს, ვინ სჭირდება - მე და ჩემი გუნდი თუ ისინი“, -თქვა თიანეთის მერმა.
მეჭიაური მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამდე მერიის სააქტო დარბაზში მოსახლეობას შეხვდება და სამომავლო გეგმებსა და ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებს გააცნობს.
მისივე ინფორმაციით, თიანეთის ბიუჯეტისთვის 4.5 მილიონი ლარია გამოყოფილი და საბავშვო ბაღების, სპორტისა და კომუნალური მომსახურებების დაფინანსებაა გათვალისწინებული.
ანა მებურიშვილი