უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2021 14:45
font-size

თბილისში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

ხვალ, 11 მარტს თბილისში ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ახალი პროექტის - Parallel Traces გამოფენა გაიხსნება, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით, Creative Europe - პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

AEPJ არის ევროპაში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ოფიციალური წარმდგენი და ის სერტიფიცირებულია ევროსაბჭოს მიერ.

გამოფენის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“, რომელიც საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ოფიციალური წარმდგენია.

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და AEPJ-სთან, რომელთა ეგიდითაც ხორციელდება აღნიშნული მარშრუტი.

გამოფენა Parallel Traces-ის პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროპის ისტორიის განუყოფელი ნაწილის - ევროპული ებრაული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით შეიძლება. კერძოდ, ლაპარაკია ფოტოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების შექმნასა და ახალი აპლიკაციის განვითარებაზე. ებრაული მემკვიდრეობის ამსახველი ორიგინალური ციფრული ნამუშევრები, აგრეთვე, მნიშვნელოვანი მხატვრული მასალებია, რომლებიც წარმოდგენილი იქნება გამოფენებზე.

ეს იქნება ტრანსნაციონალური კულტურული და შემოქმედებითი სამუშაოების შედეგი.

პროექტის მონაწილე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, სერბია, რუმინეთი, პოლონეთი და საქართველო.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს ეწვია ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ხელმძღვანელობა და სტუმრები ევროპის ხუთი ქვეყნიდან. ღონისძიებას დაესწრებიან, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. გამოფენის გახსნას პირდაპირი ჩართვით ისრაელიდან მიესალმება ქნესეთის წევრი, იმიგრაციის, აბსორბციისა და დიასპორის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი.

გამოფენა გაიხსნება - 11 მარტს, 17:30 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მის: რუსთაველის გამზირი #27 და გაგრძელდება 11 აპრილამდე.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელისა და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარის იციკ მოშეს შეფასებით, მნიშვნელოვანია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და ამ საქმეში განსაკუთრებულ როლს უნდა ასრულებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

„საქართველოში ჩვენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კულტურულ-ისტორიულ ღირებულებათა პოპულარიზაცია, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ასეთი ღონისძიებების ორგანიზებაში, არამედ კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში უშუალო მონაწილეობაში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანასა და ქალაქში, როგორიც საქართველო და თბილისია, რომლებიც გამორჩეულია მულტიკულტურით, მათ შორის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით. ესაა კულტურული კოდი, რომელიც კონკრეტული კულტურის ერთგვარი გასაღებია. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ შექმნა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული კულტურული ელემენტების შენარჩუნებით ასეთი ძველი უბნების განვითარებას ითვალისწინებს. ბიზნესპალატის წევრი კომპანიების მიერ ქალაქში შექმნილი ელიტარული ობიექტები, სპეციალისტთა სამართლიანი შეფასებით, ორგანულად ერწყმის ისტორიული ქალაქის ტრადიციას. ამიტომ ასეთი აქტივობებით ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ევროსაბჭოსთან, კულტურის სამინისტროსთან და ყველა იმ უწყებასთან, რომლებიც მუშაობენ უნიკალური კულტურული განსაკუთრებულობის შენახვა/განვითარებაზე“, - აცხადებს იციკ მოშე.
იციკ მოშე არის ისრაელის პრეისტორიის მუზეუმის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი და აქტიურად მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.

საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

13 მაისი, 2024 , 14:00

საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. სტუდენტები აუდიტორიებიდან გამოდიან და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს მანამდე შეუერთდებიან, მანამ რუსულ კანონს ხელისუფლება არ ჩააგდებს. კავ

პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია

13 მაისი, 2024 , 12:43

სტუდენტური მარში - რუსული კანონის გასაპროტესტებლად ახალგაზრდები დღეს, 19:00 საათზე, სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.  “დღეს, საქართველოში არსებული, ს

პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი - სახალხო დამცველი

13 მაისი, 2024 , 11:09

სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ "სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი".  ომბუდსმენ

გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

10 მაისი, 2024 , 17:23

"გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე", - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.  “მეორედ ჩამისაფრ

დააზიანეს ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატებია გაკრული - „სტუდია მონიტორი“

10 მაისი, 2024 , 12:55

დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები - ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

10 მაისი, 2024 , 10:51

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისში, 2 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი