უკან
რეგიონები
3 ივლისი, 2018 12:10
თელავში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდი დაშავდა.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. მოზარდს "გოლფის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვი გზაზე გადასვლას ცდილობდა.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.