უკან
რეგიონები
13 აპრილი, 2017 13:55
თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა
თელავში, კირიონის ქუჩაზე 40-წლამდე მამაკაცმა მეუღლე დაჭრა.
სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
დაჭრილი მუცელში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
დამნაშავე დაკავებულია.
ნინო ექვთიმიშვილი