უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივლისი, 2019 14:25
font-size

თემურ შაშიაშვილის პრინციპული შეთავაზებები არჩევნებთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილს აქვს შანსი, ქვეყანაში ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს! დარწმუნებული ვარ თუ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, ვერ გაიმარჯვებენ ვერც „ნაციონალები“, და ვერც „ქართული ოცნება“ და მოვა ხალხის მაღალი ნდობით აღჭურვილი ქართული ძალა, რომელიც არ იქნება დაპირისპირებაზე და ანგარიშსწორებაზე ორიენტირებული, არამედ ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს, - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

არჩევნებთან დაკავშირებით მას რამდენიმე პრინციპული შეთავაზება აქვს.

- გაუქმდეს პარტიათა დაყოფა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებად.

- გაუქმდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც არჩევნების გაყალბების და მასზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი. მითუმეტეს რომ მსგავსი ორგანო არ არსებობს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში როგორიცაა ამერიკა, გერმანია და სხვა. „თქვენ გსურთ ამერიკა მაგრამ არ მოგწონთ ამერიკული საარჩევნო კანონი“ .

- არჩევნებში მონაწილეობა უნდა გახდეს სავალდებულო საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფმა ყველა ძალამ, მოქკავშირიდან მოყოლებული, ნაცმოძრაობით და ქართული ოცნებით დამთავრებული, ყველა პარტიამ მოახერხა , რომ საქართველოს მოსახლეობამ დაკარგა ნდობა არჩევნებიადმი და ხალხი აღარ მიდის არჩევნებზე , ეს ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს!

- უცხოეთში მცხოვრებთათვის უნდა დაკანონდეს ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობა.

თემურ შაშიაშვილს აუცილებლად მიაჩნია

- გაუქმდეს პარტიების დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან. ნებისმიერი პარტია უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ საწევრო ანარიცხებით და ამ შემთხვევაში ბევრ მსურველს დაეკარგება პარტიებში შესვლის სურვილი, რადგან ყველამ ვიცით, რომ დიდ პარტიებში, მილიონიამნი დაფინანსებით, როგორიცაა „ქართული ოცნება“ დ ა ნაცმოძრაობა“ ხშირად წევრიანდებიან სწორედ ფინანსური ინტერესების გამო. „ მივმართავ მიტინგის მონაწილე ახალგაზრდებს: დაუჭირეთ მხარი ამ წინადადებას და მაშინ ვირწმუნებ, რომ თქვენ რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერები არ ხართ!“

„თეთრების“ ლიდერის კიდევ ერთი ინიციატივა:

- დეპუტატის ხელფასი თავისი ყველა დანამატით არ უნდა იყოს რიგითი პენსიონერის პენსიაზე 15 -ჯერ მეტი. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მაღალი რანგის ჩინოვნიკს უნდა აეკრძალოს 10 წლით სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ხოლო მისი ოჯახის წევრებს უნდა ეკრძალებოდეს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა, ასევე უცხოეთში განათლების მიღება. „თუ გსურთ ბატონებო, კარგი განათლება და სამედიცინო მომსახურება თქვენი ოჯახის წევრებისთვის, კეთილი ინებეთ და აქ გააუმჯობესეთ ეს სფეროები. რა ქნას გაჭირვებულმა ადამიანმა, ვისაც არ შეუძლია თქვენსავით გერმანიასა და ისრაელში მკურნალობა? განა თქვენ გაჭირვებული ადამიანების ხელისუფლება ხართ?!“

გინდათ დემოკრატია ბატონებო, გაატარეთ ეს ცვლილებები და მაშინ დაგიჯერებთ. მოითხოვეთ ეს მიტინგის მონაწილეებმა და მე ვიქნები პირველი, ვინც შემოგიერთდებით, რადგან ეს ცვლილებები ქვეყანაში კარგ ხელისუფლებას მოიყვანს. და კარგი ხელისუფლების დროს ბიზნესიც გამართული იქნება, ცხოვრებაც გამართული იქნება, ადამიანებიც ნორმალურად იცხოვრებენ, ეხლა კი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მეგობრები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ კარგად.

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებაა ხალხის მსახური და არა მისი უფროსი, დეპუტატობა და მაღალი რანგის თანამდებობა უნდა იყოს ხალხისთვის მსახურების ვალდებულება და არა პრივილეგიების წყარო. მხოლოდ ამ შემთხვევაში და დემოკრატიული არჩევნებით მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც გახდება ქვეყნის განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობის გარანტი.

აღნიშნულ ინფორმაციას „თეთრების“ პრესცენტრი ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

16 მაისი, 2024 , 19:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ლევან ხაბეიშვილი

16 მაისი, 2024 , 18:05

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი

სრულად ვუჭერ მხარს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას - შარლ მიშელი

16 მაისი, 2024 , 14:11

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შემდეგ პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. სა

კახა კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა: არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი

16 მაისი, 2024 , 12:32

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და არავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

16 მაისი, 2024 , 12:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა, ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ ჩრდილოეთიდან - შალვა პაპუაშვილი

16 მაისი, 2024 , 11:40

ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი