უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 ოქტომბერი, 2017 17:40
font-size

თეთრიწყაროში ავტოავარია “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიერ საგზაო წესების დარღვევამ გამოიწვია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.

,,21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ბმვ“-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია. კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას ის შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა. აღნიშნული ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ბრალეულობა ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

26 სექტემბერი, 2020 , 17:35

კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა. 59 წლის ქალი კლინიკაში ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს. ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ

`ევროპული საქართველოს` მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

"ევროპულმა საქართველომ" ჭიათურის მერიის წინ, მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტების გასაპროტესტებლად აქცია გამართა. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა

თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავარიისას 11 ადამიანი დაშავდა

25 სექტემბერი, 2020 , 20:19

თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან ყვარელში რ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

25 სექტემბერი, 2020 , 16:10

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაშია და განმეორებითი კოვიდტექსტირების შედეგებს ელოდება. „რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან

კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 172 მლნ ლარი მიიღეს - ღვინის ეროვნული სააგენტო

25 სექტემბერი, 2020 , 15:10

კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მლნ ლარს აღწევს,- ამის შესახებ „მედიანიუსს“ ღვინის ეროვნული ს

აჭარის რეგიონში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე, ასევე, გარკვეული დროით მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 16:10

აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე