უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 თებერვალი, 2017 15:35
font-size

წნორში ახალგაზრდული პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ - განხორციელდა.

პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მხარდაჭერით, „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

მისი მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეისწავლეს პროექტის წერისა და მისი განხორციელების შესაძლებლობები.

პროექტი ქალაქ წნორის სოციალური საწარმოს - „ცოდნის კაფესთან“ თანამშრომლობით რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასასრულს კი, კონკურსით გამოვლენილი საუკეთესო მცირე პროექტი წნორში არსებულ შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ჩატარდა.

ახალგაზრდებმა შშმ თანატოლებს უამრავი საჩუქარი მიუტანეს და საინტერესო თემებზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდულ პროგრამებს/პროექტებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახორციელებს. მისი მიზანი ადგილობრივ ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებაა. ქალაქ წნორში ახალგაზრდული პროექტები „ცოდნის კაფეში“ ტარდება.

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი