უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

თუკი 3 იანვრისთვის არ მექნება მომზადებული დასკვნითი სიტყვა, შეიძლება, ისევ მოვითხოვო გონივრული ვადა - მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, სასამართლო განხილვის გადადებით ის არ ცდილობს პროცესის გაჭიანურებას.

მან განაცხადა, რომ საქმის მასალების ნაწილს გაეცნო, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო დასკვნითი სიტყვის მომზადება ვერ მოახერხა.

„მასალების გარკვეულ ნაწილს უკვე გაცნობილი ვარ და ვეცდები, მოცემულ ვადაში ჩავეტიო, მაგრამ თუკი 3 იანვრისთვის არ მექნება მომზადებული დასკვნითი სიტყვა, შეიძლება, ისევ მოვითხოვო გონივრული ვადა. არანაირად არ აქვს ადგილი ჩემი მხრიდან პროცესების გაჭიანურებას. დატვირთული გრაფიკის გამო რამდენიმე მოსამართლეს ვთხოვე სხვა საქმეებზე პროცესების გადადება. ასევე წარმოვადგინე ცნობები, რომ არამარტო გადავდე სასასამართლო პროცესები, არამედ გარკვეულ პროცესებში მივიღე მონაწილება, ასევე ვიმყოფებოდი ნომერ მერვე დაწესებულებაში ბრალდებულთან კონსულტაციაზე, ასევე მთავარ პროკურატურაშიც მომიწია მისვლა“, -თქვა გოგლიჩიძემ.

გოგლიჩიძის ინფორმაციით, ის ვერ დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილს დროის სიმცირის გამო, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ოჯახისთვის გაგზავნილ წერილზე პასუხი არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 იანვრისთვის გადადო სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა, რომელშიც ბრალდების მხარე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ედავება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

პროცესის გადატანა მოხდა სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის შუამდგომლობით. მან განმარტა, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი განხილვის გადატანით უკმაყოფილო აღმოჩნდა. მან გოგლიჩიძე სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თუ გოგლიჩიძე ისევ გამოვა ამ შუამდგომლობით და ვერ მოასწრებს მასალების მომზადებას, ის სახაზინო ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე სახაზინო ადვოკატი 14 დეკემბერს დაუნიშნეს მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა.

ანა მებურიშვილი

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი