უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 იანვარი, 2017 15:40
font-size

ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით თბილისს ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ეწვევიან

თბილისში ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების 15-მდე წარმომადგენელი ჩამოდის. ვიზიტის მიზანია საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და პერსპექტივების გაცნობა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ისრაელის პრესისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის მასალების მომზადება.

ისრაელელი ჟურნალისტები თბილისს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, „ისრაელის სახლისა“ და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ორგანიზებით ეწვევიან.

პრესტურში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი გამოცემებისა და სააგენტოების წარმომადგენლები, როგორიცაა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე საინფორმაციო სააგენტო YNET, ISRAEL HAYOM, MASA ACHER, NEWS, WALLA, PASSPORT NEWS, NEWS OF TOURISM, MAKO და სხვ.

ისრაელელი ჟურნალისტები პირველ შეხვედრას 9 იანვარს, 15.00 საათზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და „ისრაელის სახლში“ გამართავენ, სადაც ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე ისაუბრებს ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობებსა და პოტენციალზე.

ღონისძიებას დაესწრება, აგრეთვე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც მედიატურის მონაწილეებისთვის გამართავს პრეზენტაციას, თემაზე „საქართველოს ტურიზმის პოტენციალი - 2017“. საუბარი შეეხება, აგრეთვე, ისრაელში საქართველოს პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის სააგენტოს აქტიურ მუშაობას.

როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში აღნიშნავენ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის და „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, შარშან ისრაელში, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ორი წიგნის გამოცემა სწორედ ტურიზმის სააგენტოსთან თანამშრომლობით მოხერხდა.

ღონისძიებაზე დაგეგმილია საქართველოში მოქმედი ისრაელური ტურისტული კომპანიის „დორონ თრეველის“ დაჯილდოება ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემოყვანისთვის (20 ათასი ტურისტი წლიურად).

შემდეგ შეხვედრის მონაწილეები, მათ შორის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გადაინაცვლებენ თბილისში, ისრაელური ინვესტიციით მოქმედ ბუტიკ სასტუმროში „კორალ“ (დ. უზნაძის ქ. #113ბ), სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი გამართავს
პრეზენტაციას თემაზე „ინვესტიციები სასტუმროებში ისრაელიდან - შედეგები“.

მომდევნო დღეებში ისრაელელი ჟურნალისტები მოინახულებენ საქართველოს რეგიონებსაც.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი