უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 თებერვალი, 2017 16:20
font-size

უძრავი ქონებისა და ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემით იქნება დაცული

საჯარო რეესტრმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის მეორე ეტაპი დაიწყო.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, უძრავი ქონებისა და ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის გლობალური სისტემით იქნება დაცული. საჯარო რეესტრი ბლოკჩეინში ოფიციალური ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ მონაცემებს გადააგზავნის, რითიც განხორციელებული ტრანზაქციის ნამდვილობას და უტყუარობას დაადასტურებს. ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის იქნება შესაძლებელი.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერ შეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას გამოიყენებს.

საკვანძო სიტყვები:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

26 აპრილი, 2017 , 18:10

26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4773 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4444 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.29 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო,

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

26 აპრილი, 2017 , 15:15

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. სებ-ის ცნობით, 2017 წლის 26 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირ

ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

26 აპრილი, 2017 , 14:55

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის სურსათისა და მედიკამენტების უწყების აღმასრულებელ დირექტორს, ჰიშამ ბინ საად ალი-ჯადაეის შეხვდ

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია საშუალებას იძლევა, გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები და შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა - დიმიტრი ქუმსიშვილი

26 აპრილი, 2017 , 13:50

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა

ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

26 აპრილი, 2017 , 13:50

29 აპრილიდან რუსული ავიაკომპანია S7 ნოვოსიბირსკი-თბილისი-ნოვისიბირსკის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს ყოველ შაბათს, აირბას A320 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.  რუსული ავ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

26 აპრილი, 2017 , 09:00

25 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4444 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4100 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.44 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო,