უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2018 14:20
font-size

უფასო მედიკამენტების პროგრამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგნლებს ხვდება

უფასო მედიკამენტების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 16-მდე ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელს დახურულ კარს მიღმა ხვდება.

მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საკუთარ ხედვას წარმოადგენენ. კომპანია პსპ-ს წარმომადგენელმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამა ოთხი მიმართულებით უნდა განვითარდეს.

"უნდა გაფართოვდეს ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც სიმბოლურ ფასად ექნება წვდომა ესენციურ მედიკამენტებზე. უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების ნუსხა და 23 მედიკამენტიდან მისი რაოდენობა გაიზარდოს 50-მდე. ეს უნდა გაკეთდეს დამტკიცებული ბიუჯეტის პირობებში. უნდა შეიქმნას პირობები, რათა მედიკამენტების ფასმა დაიწიოს არა მხოლოდ პროგრამის ბენეფიციარებისთვის, არამედ ბაზარზეც. ამისთვის შესაძლებელია რამდენიმე მეთოდიკის კომბინაცია",- განაცხადა რამიშვილმა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, არსებობს რესურსი, რომ ერთობლივი თანამშრომლობით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

"ჩვენ ორი კვირის წინ შევიკრიბეთ და გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ არსებობს რესურსი, რათა ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებით შევძლოთ მოსახლეობისათვის ყველაზე აქტუალურ მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის გაზრდა. ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე გვქონდა ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებთან განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. იყო ძალიან საინტერესო მოსაზრებები და ერთი მხრივ, მზაობა იმისთვის, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე შესაძლებელი ყოფილიყო გარკვეული ფასდაკლებები, მეორე მხრივ კი, რიგმა მწარმოებელმა გამოთქვა სურვილი იმ მედიკამენტებით დახმარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თვითონ აწარმოებენ, ასევე დიაგნოსტიკაში, ექიმების მომზადებასა თუ გარკვეული ხელსაწყო აპარატების მიწოდებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სერგეენკომ.

უფასო მედიკამენტების პროგრამა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. 600 000 მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკულ დაავადებათა მქონე მარტოხელა პენსიონერთა კატეგორიას განეკუთვნება, 23 დასახელების მედიკამენტს ყოველთვიურად, 1 ლარის საფასურად იღებს.

8 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების მწარმოებლებთან, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდა. მაშინ მინისტრმა აღნიშნა, რომ სიახლე მედიკამენტების ჩამონათვალის 23-იდან, სულ მცირე, 50-მდე გაზრდას გულისხმობს.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი