უკან
რეგიონები
4 იანვარი, 2018 12:00
უშგულის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის გამგებლის ანზორ რატიანის ინფორმაციით, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ საღამოს აღუდგა.
დიდთოვლობის გამო სოფელს ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებით მიეწოდებოდა.
ამასთან, უხვი ნალექისა და ზვავის გამო ჩაკეტილი გზის კალა-უშგულის მონაკვეთი გახსნილია.