უკან
ეკონომიკა
13 მარტი, 2017 18:05
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5052 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5111 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.59 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6735 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6650 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6687 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.0609 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 მარტიდან შევა ძალაში.