უკან
ეკონომიკა
6 მაისი, 2017 09:00
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
5 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4384 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6722 ლარია. მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6671 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6849 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1541 ლარი ეღირება.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 მაისიდან შევა ძალაში.