უკან
ეკონომიკა
6 მარტი, 2017 17:05
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4604 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4289 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.15 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6048 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5581 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.67 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6630 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0160 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 მარტიდან შევა ძალაში.