უკან
უახლესი ამბები
არქივი
ეკონომიკა
8 ივნისი, 2017 09:00
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
7 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4088 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7022 ლარია. მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7092 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6841 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1090 ლარი ეღირება.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, დღეიდან 8 ივნისიდან შევა ძალაში.