უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

3 აპრილი, 2017 15:25
font-size

„ვისოლმა“ TCR საერთაშორისო ავტორბოლის მხარდამჭერ ფორმულა-ა-ს კლასის რბოლაში განახლებული გუნდით იასპარეზა

1-2 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა წლის მთავარ სპორტულ მოვლენას უმასპინძლა. საქართველოში პირველად გაიმართა TCR-ის პრესტიჟული სარბოლო სერიის სეზონის გახსნა, რომელშიც 12 ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობდა. საერთაშორისო რბოლა მხარდამჭერი ღონისძიების სტატუსით გაიხსნა საქართველოს ჩემპიონატით წრიულ რბოლაში ლეგენდების და ფორმულა-ა-ს კლასებში, რომელშიც „ვისოლის“ გუნდმა, ახალი შემადგენლობით იასპარეზა.

საქართველოს ჩემპიონობისთვის ჰარალდ შლეგენმილხი და შაკო ციხელაშვილი ახალი შემართებით იბრძოლებენ. „ვისოლის“ გუნდი წრიულ რბოლაში საქართველოს 2015 - 2016 წლის ჩემპიონატებზე გუნდურ ჩათვლაში უკვე ორგზის გამარჯვებულია.

ჰარალდ შლეგენმილხი ლატვიური წარმოშობის პროფესიონალი მრბოლელია, რომელიც საავტომობილო სპორტში 1997 წლიდან ასპარეზობის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. შაკო ციხელაშვილმა პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია 14 წლის ასაკში აიღო და უკვე 2012 წელს წყვილთა რბოლაში და 2012-2013 წელს ზამთრის სეზონის საქართველოს ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის ასევე 2014 წლის ჩემპიონია აღმართის დაძლევაში და 2016 წლის ვიცე ჩემპიონი აღმართის დაძლევაში.

„“ვისოლი“ მრავალი წელია საქართველოში ავტოსპორტის განვითარებისათვის ზრუნავს, შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო რბოლას უმასპინძლა და ჩვენ მისი მხარდამჭერები ვიყავით. ამას გარდა, საამაყოა ის, რომ TCR-ის საერთაშორისო ავტორბოლის მხარდამჭერ საქართველოს ჩემპიონატის წრიულ რბოლაში ფორმულა-ა-ს კლასში „ვისოლმა“ განახლებული გუნდით იასპარეზა. ვფიქრობთ, რომ ჰარალდ შლეგენმილხის საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიონალიზმი შაკო ციხელაშვილის მიღწევებთან ერთად „ვისოლის“ გუნდს ლიდერის პოზიციებს შეუნარჩუნებს და კიდევ მრავალჯერ მოვიპოვებთ ჩემპიონის ტიტულს“, - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

TCR ეს არის საერთაშორისო სერია წრიულ რბოლაში, ძარიან ავტომობილებს შორის. TCR დგას ისეთი პოპულარული და პრესტიჟული საავტომობილო ჩემპიონატების გვერდით, როგორიცაა ფორმულა, WTCC და სხვა. TCR-ის დამფუძნებელია მარჩელო ლოტი – ძარიან ავტომობილებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC) ფუძემდებელი და დირექტორი წლების განმავლობაში. ეტაპები ტარდება მსოფლიოს საუკეთესო და ლეგენდარულ ავტოდრომებზე, როგორიცაა სეპანგი, სპა, მონცა და სხვა. რბოლა გადაიცემა 40-მდე სპორტულ არხზე, როგორიცაა ევროსპორტი და ევროსპორტ 1 და მას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალყურს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ღირსება ამ სეზონზე დათა ქაჯაიამ დაიცვა და გამარჯვებაც მოიპოვა. დათა ქაჯაია არის პროფესიონალი ავტომრბოლელი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ ჩემპიონატებში.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი