უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 აპრილი, 2018 12:30
font-size

WIZZ AIR საქართველოდან რუმინეთში პირველ პირდაპირ რეისს იწყებს

ახალი მიმართულება: ქუთაისი - ბუქარესტი დაწყების თარიღი: 3 ივლისი, 2018 სიხშირე: კვირაში სამი დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი ფასები: 74,99 ლარიდან* WIZZ-ის ამჟამინდელი ქსელი ქუთაისიდან: 20 მიმართულება 14 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით რეისებს ზაფხულიდან ამატებს. ქუთაისი-ბუქარესტის ახალ დაბალბიუჯეტიან მარშრუტს კომპანია 2018 წლის 3 ივლისიდან იწყებს და ფრენებს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განახორციელებს. ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ზე, სულ რაღაც 74.99* ლარად.

ქუთაისიდან რუმინეთის დედაქალაქის, ბუქარესტის მიმართულებით მოგზაურ ქართველ მომხმარებლებს WIZZ-ის მეგობრული ეკიპაჟი კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ახალ ეარბასის ტიპის თვითმფრინავზე შეეგებება. მე-20 საუკუნის დასაწყისში „პატარა პარიზის“ სახელით ცნობილი, დღეს კი შესანიშნავი შენობებით, ლამაზი საჯარო ბაღებითა და პარკებით, ცხოვრების მაღალი ხარისხით გამორჩეული ბუქარესტი არაჩვეულებრივია განტვირთვისა თუ დასვენებისთვის.

Wizz Air-ის ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფართოების, #WIZZaroundEurope ( #WIZZ ევროპის გარშემო) კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანია თავის მუდმივად მზარდ ქსელს საქართველოდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს და ქართველ მომხმარებლებსა და მათ სტუმრებს საჰაერო მგზავრობის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ მომსახურებას 14 ქვეყნის 20 მიმართულებით სთავზობს. მეტი ინვესტირებისა და საქართველოს ქსელის შემგომი დივერსიფიკაციის მიზნით, Wizz Air-ის ქუთაისის ადგილობრივ ბაზას ეარბას A320 ტიპის თვითმფრინავი 2018 წელს დაემატება. ამასთან, ამავე წელს ხელმისაწვდომი ხდება საერთო ჯამში 9 ახალი რეისი ვენის, რომის, ბარსელონას, ათენის, პრაღის, პარიზის, ვროცლავის, რიგისა და ბუქარესტის მიმართულებით.

საქართველოსა და ევროპის მასშტაბით წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ყოველთვის ცდილობს, მომხმარებლების მოთხოვნებს მოერგოს და მათ მოგზაურობის უფრო ხელმისაწვდომი შესაძლებლობები და მგზავრობის საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის, ავიაციისა თუ ტურიზმის ინდუსტრიების გაუმჯობესებას და ქვეყნებს შორის საქმიანი კავშირების გაძლიერებას. Wizz Air-ის მასშტაბური გაფართოების გულშემატკივარ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სოციალურ ქსელში მოძებნონ ჰაშთაგი #WIZZaroundEurope - მათ წინ ბევრი სახალისო სურპრიზი თუ შეჯიბრი ელოდებათ.

„ჩვენ მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ქუთაისიდან რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტის მიმართულებით ახალ რეისს ვიწყებთ. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას და ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელთა სურვილებზე საუკეთესოდ მორგებულ კიდევ ბევრ შესაძლებლობას შევქმნით. ქართველ მომხმარებლებს ახლა საშუალება აქვთ, ევროპის კიდევ ერთი ხალხმრავალი მეგაპოლისის მიმართულებით იმოგზაურონ და დასასვენებლად თუ საქმიანი შეხვედრებისთვის ესტუმრონ რუმინეთს, სულ რაღაც 74.99* ლარად.“ - აღნიშნა სორინა რაცმა, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველო-ბუქარესტის ერთადერთი პირდაპირი რეისია, ჩვენ ორმხრივი ტურიზმისა და ქვეყნებს შორის საქმიანი ურთოერთობების გაუმჯობესებაში პირდაპირი წვლილის შეტანასაც ვიმედოვნებთ“.

საკვანძო სიტყვები:

ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

13 მაისი, 2024 , 13:48

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი სასწავლებლე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი