უკან
რეგიონები
27 ივლისი, 2016 18:37
ზღვაში 20 წლამდე გოგონა დაიხრჩო
ბათუმში ზღვიდან მაშველებმა ახალგაზარდა გოგონას ცხედარი ამოიყვანეს.
როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზღვაში 20 წლამდე გოგონა დაახლოებით საათნახევრის წინ დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გოგონა რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, ზღვიდან ამოყვანის შემდეგ გოგონას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა უშედეგოდ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.