უახლესი ამბები
- 01.05.2024 16:15მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი
- 01.05.2024 15:39ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი
- 01.05.2024 15:27ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი
- 01.05.2024 15:182 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
არქივი
მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში დღეს მცირე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები დღეისთვის საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +32, +37; სანაპირო რაიონებში +24, +29; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +28, +33 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +32, +37; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +20, +25 (ზოგან 30-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტეპერატურა კი დედაქალაქში +35 გრადუსს მიაღწევს.
ნინო ექვთიმიშვილი