უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 ივნისი, 2018 11:00
font-size

ზუგდიდში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტის ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" ფარგლებში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლის ეზოში, სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით სკოლის ეზოში განთავსებული მინი ბიბლიოთეკით (ე.წ. „წიგნის ბუდე“) სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტის მიზანი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლება და კულტურულ-საგანმანათებლო სივრცეების შექმნაა.
ბიბლიოთეკის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ ,,ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, აგრეთვე სსიპ თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ირმა რატიანმა, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორმა მაკა ელბაქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა მწერალმა გიორგი კეკელიძემ ლექცია წაიკითხეს. ლექციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავსა და 1918-1921 წლის ქართულ მწერლობაზე ისაუბრეს და მკითხველთან დიალოგი გამართეს, სადაც კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

პროექტის დასკვნითი ნაწილი კი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც რუხში ნეკა სებისკვერაძის ბენდის მონაწილეობით გაიმართება.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი