უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

31 მაისი, 2017 17:05
font-size

ზურაბ პატარაძე პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციას. ყურადღება გამახვილდა ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარას პოლონეთის რესპუბლიკის რამდენიმე რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. „ორმხრივი ურთიერთობები რეგიონებს შორის უკვე დაწყებულია როგორც საგანმანათლებლო და კულტურული, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დაიწყო თანამშრომლობა ასევე ქვემო სილეზიის პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. პოლონეთთან რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებულია”.

რეგიონულ დონეზე მსგავს თანამშრომლობას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტიც. როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია პოლონეთის რესპუბლიკაში, რადგან დიდია დაინტერესებული პოტენციური ტურისტების რაოდენობა. ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნის ხელშეწყობაზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს პოლონელ ტურისტებს აჭარაში დასვენების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებს, რომლებსაც პოლონური და ქართული მხარე აჭარაში უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს. ზურაბ პატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ისე რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურებას.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი