უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 სექტემბერი, 2017 14:10
font-size

ზურაბ პატარაძემ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე მიულოცა

21 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. აღნიშნულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იეღიშე სარგისიანმა.

ზურაბ პატარაძემ გამოსვლაში ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დასტურია ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი დახმარება. რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

,,ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს და ინტენსიურად ვითარდება. ამის დასტურია სულ რაღაც ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლახან ჩვენ ვუმასპინძლეთ სომხეთის ლორეს ოლქის დელეგაციას, გუბერნატორ არტურ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას და სამომავლო განვითარებას. ქართველები განსაკუთრებულ პატივს ვცემთ უნიკალურ სომხურ კულტურას, მის დიდებულ წარსულსა და თანამედროვეობას. ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა არა მხოლოდ მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთერთობების მაგალითია, არამედ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის საწინდარია“-აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს მიერ გამართულ მიღებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი