უკან
საზოგადოება
19 სექტემბერი, 2017 15:20
ზურაბ სოტკილავას 23 სექტემბერს თბილისში დაკრძალავენ
საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას, 23 სექტემბერს თბილისში დაკრძალავენ.
ზურაბ სოტკილავას საქართველოში 20 სექტემბერის საღამოს ჩამოასვენებენ, მანამდე კი მას მოსკოვში, დიდ თეატრში გამოემშვიდობებიან.
თბილისში, სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ მომღერლის სახლში, შემდეგ კი ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში, გუშინ, 18 სექტემბერს გარდაიცვალა.
მონიკა დავლიანიძე.