პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე არ ასრულებს კანონით დაკისრებულ მოვალეობას - დიმიტრი გვრიტიშვილი
„ნინო გვენეტაძე არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელმაც სხდომაზე ჰკითხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, რატომ არ აწერს ის ხელს ბრძანებას 34 მოსამართლის უვადოდ დამტკიცების შესახებ.
ამ მოსამართლეებს შორის არის თვითონ გვრიტიშვილიც.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ამავდროულად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამ განცხადების გაკეთება ჩემთვის იყო მტკივნეული, მაგრამ მე, როგორც საბჭოს წევრი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მევალებოდა, რომ მოსამართლეთა ეს შეკითხვა მომეტანა საბჭოს სხდომაზე და გამომეტანა საზოგადოების სამსჯავროზე“, - თქვა გვრიტიშვლმა ჟურნალისტებთან.
აღნიშნულ კითხვაზე ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ პასუხს რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ გასცემდა. ამის გამო საბჭოს წევრებმა გვენეტაძე გადაწყვეტილების ერთპიროვნულ მიღებაში დაადანაშაულეს.
20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებისთვის 34 მოსამართლე შეარჩია. მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ნინო გვენეტაძის განმარტებით, მას ბევრ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის გამო არჩევანს ვერ გააკეთებდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


