მოზაიკა
სად შევარჩიოთ ჩვენს პირობებს მორგებული ონლაინ სესხი?
ადამიანი რომ რაციონალური არსება იყოს, არ იარსებებდა სიტყვა გაუთვალისწინებელი და მასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ადამიანი არ არის რაციონალური, და მის ქცევაზე უამრავი შიდა თუ გარე ფაქტორი მოქმედებს: სურვილები, მოთხოვნილებები, ხასიათი, ცდუნება, რეკლამა, რომელიც ჩვენს ნეირონებამდე აღწევს, აღვიძებს ჩვენს იმპულსებს და გვაიძულებს იმაზე მეტი დავხარჯოთ, ვიდრე გათვალისწინებული გვაქვს.
გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯების წინააღმდეგ უამრავ „ინსტრუმენტს“ იყენებენ, იქნება ეს სხვადასხვა სერვისები, ფინანსური დისციპლინის გამომუშავება თუ სხვა. თუმცა ტვინის ემოციონალურ შრეს წინ ვერაფერი აღუდგება. ამიტომაც, დისციპლინის გაუმჯობესებასთან ერთად საჭიროა, გვერდით გვყავდეს „ფინანსური პარტნიორი“, რომელიც საჭირო დროს თანხას მარტივად, სწრაფად და კომფორტულად გვასესხებს, თანა, ისე, რომ თავიდან აგვარიდებს სესხებასთან ასოცირებულ რიგ უხერხულობებს: ადგილსამყოფელის დატოვება, ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების შეწუხება, ბიუროკრატია, რიგები, დროისა და ნერვების ხარჯვა და სხვა.
როდესაც მარტივ, სწრაფსა და კომფორტულ „ფინანსურ პარტნიორზე“ ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ონლაინ სესხს, რომელიც ზემოჩამოთვლილ ყველა პრობლემას გვიგვარებს მესამე პირის ჩარევის გარეშე. ონლაინ სესხის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ სმარტფონი ან სხვა დივაისი, რომელსაც წვდომა ექნება ინტერნეტთან, რამდენიმე სავალდებულო, საინფორმაციო ველის შევსება და 10-15 წუთში სასურველი თანხა ჩვენს ანგარიშზე ჩაირიცხება.
ონლაინ სესხით სარგებლობისას, აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ სასურველი თანხა და პერიოდი და დავრწმუნდეთ ჩვენს გადამხდელუნარიანობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენი საკრედიტო ისოტრიის რეიტინგი დაეცეს, რაც ხელს შეგვიშლის სამომავლო ურთიერთობაში სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. იხილეთ ასევე: რას მივაქციოთ ყურადღება ონლაინ სესხის შერჩევისას.
ონლაინ სესხების უმრავლესობა 50-დან 500 ლარამდე მერყეობს, ხოლო პერიოდი საშუალოდ 30 დღეა. რაც უფრო იზრდება სასურველი თანხისა და პერიოდის ოდენობა, მით უფრო მცირდება ასეთი სესხის გამცემი ორგანიზაციების რაოდენობაც.
ონლაინ სესხების პოპულარობიდან გამომდინარე, ქართულ ბაზარზე არაერთი წარმატებული კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა პირობებიც, სეგმენტაციის გათვალისწინებით ერთმანეთისაგან განსხვავდება, რის გამოც მომხმარებელი ხშირად იბნევა და უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი კომპანიის პირობებია მის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული. სწორედ ამიტომ არსებობს mome - ონლაინ სესხების, ავტოლომბარდებისა და ავტოსალიზინგო კომპანიების ონლაინ კატალოგი. Mome-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია შეადაროს კომპანიები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (თვიური საპროცენტო განაკვეთი, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, პირველი სესხის მაქსიმალური ოდენობა, პერიოდის მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები, მსესხებლის ასაკობრივი დიაპაზონი, სამუშაო გრაფიკი და სხვა. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანს შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, სწორედ ამიტომ ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, რათა თქვენამდე მოვიდეს 100% -ით მიუკერძოებელი და ვალიდური ინფორმაცია, როგორც ვებ-გვერდზე განთავსებული მატერიალებით, ასევე ონლაინ დახმარების( ჩატის), ელექტრონული ფოსტისა ან სატელეფონო საუბრის მეშვეობით. ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან თქვენ ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავად უპასუხონ.
გადაწყვეტილებას მიიღებისა და განაცხადის შევსების შემდეგ, თანხის ჩარიცხვამდე არსებული დრო (10-15 წუთი) შეგიძლიათ შემეცნებითად და სახალისოდ გაატაროთ აქვე, mome-ს ბლოგზე.
Mome.ge - შეადარე და აირჩიე საუკეთესო!
NS
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


