უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

26 აპრილი, 2018 11:40
font-size

26 აპრილს თელ-ავივში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება

26-28 აპრილს ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოს ევროპის ჩემპიონტი გაიმართება, რომელშიც მედლებისთვის 44 ქვეყნის 368 სპორტსმენი იბრძოლებს ვაჟთა და ქალთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში.

თელ-ავივში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები. მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძის მიერ მომზადებული გუნდიდან ისრაელში წარმატების მიღწევას 9 ძიუდოისტი შეეცდება.

ჩემპიონატის პირველ დღეს, 26 აპრილს, 60 და 66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იჭიდავებენ, საქართველოს ღირსებას კი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ვაჟა მარგველაშვილი დაიცავენ. 27 აპრილს გამარჯვებულები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, მედლების მოპოვებას ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი შეეცდებიან, ჩემპიონატის ბოლო, მესამე დღეს კი ტატამზე ქართველთაგან ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+ 105 კგ) გავლენ.

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს ტურნირის ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართველ ძიუდოისტთა მეტოქები გამოვლიდნენ. კენჭისყრას ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძესთან ერთად, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სართაშორისო კატეგორიის მსაჯი, ვლადიმერ ნუცუბიძე ესწრებოდნენ.

26 აპრილს წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათიდან იწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი